info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
მონაწილეობა მიიღეთ ქუთაისობაში

თუკი ქალაქს მაისში ესტუმრებით, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულში „ქუთაისობაში“, რომელსაც 2 მაისს აღნიშნავენ. ამ დღეს ქალაქის მცხოვრებლები თავს იყრიან ცენტრალურ პარკში და ერთად ზეიმობენ. აქ ნახავთ ტრადიციულ ქართულ ცეკვებს და მოისმენთ ხალხურ მუსიკას.

გაისეირნეთ ქუთაისის ქუჩებში

ქუთისის ფეხით დათვალიერება, საუკეთესო გზაა გაეცნოთ ამ უძველესს, 3000 წლის ქალაქს. ქალაქის გულისცემა რომ შეიგრძნოთ, ფეხით შემოიარეთ ძველი უბანი „მწვანე ყვავილა“, დატკბით ქუთაისის ხედებით ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ესტუმრეთ ებრაელთა უბანს და მის უძველეს სინაგოგას, გადაიღეთ სურათი თეთრ ხიდზე პატარა ბიჭთან, რომელსაც ხელში ორი ცილინდრი უჭირავს, გაესაუბრეთ ადგილობრივ გამყიდველებს ადგილობრივ ბაზარში და როცა დაიღლებით, ჩამოჯექით მერხზე ქალაქის ცენტრალურ პარკში და უყურეთ, როგორ აგივლით და ჩაგივლით მსოფლიო.

დაწვრილებით...
ბერძნის მინდორის გორაკის წვერზე ასვლა

ქ. ქუთაისის ცენტრიდან, ფეხით 20 წუთის სავალ მანძილზე (გორკის ქუჩის ბოლოში), ბილიკი, მიმზიდველი მდელოებისა და ტყეების გავლით, მიდის შემოგარენის გორაკებისაკენ, საიდანაც ქუთაისის ულამაზესი ხედები იშლება, ორი მონასტერი: გელათი და მოწამეთა, ირგვლივ მთების ხედებით, მათ შორის ხვამლის მთა და სათაფლიის ბუნებრივი ნაკრძალი. მარშუტი იდეალურია ლაშქრობისთვის, ველოსიპედით ან ოფ-როუდის გასეირნებისათვის. საუკეთესო ადგილია შუადღის პიკნიკისათვის და საღამოს კიცონისათვის, ან კარვების ბანაკისათვის, ვარსკვლავიანი ცის ქვეშ.

დაწვრილებით...
ბესარიონ გაბაშვილის პარკი

პარკი მდებარეობს ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქ. # 1, გორაკის წვერზე, საიდანაც ქალაქის ერთერთი ყველაზე უმშვენიერესი ხედი იშლება. მისი ძირითადი ღირშესანიშნაობა არის ატრაქციონები, საუკეთესო, ბავშვების გასართობად დღის განმავლობაში. იქ შეგიძლიათ მოხვდეთ საბაგირო გზის კაბინით, რომელიც ქალაქის ცენტრიდან გადის და გადაივლის მდინარე რიონის თავზე. თუ მოგშივდათ, შგიძლიათ გაშინჯოთ უგემრიელესი ქართული კეძები ტრადიციულ იმერულ რესტორანში, რომელის შიგ პარკში მდებარეობს.

დაწვრილებით...

<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>
გვერდი 1, სულ 2

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.