(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9736
EUR3.2888
ქუთაისი
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

მისამართი: დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქ. ქუთაისი. ბაღი დაარსდა მე-19 საუკუნის შუა წლებში და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემდეგ მეორეა ქვეყნის ადრეულ ბოტანიკურ ბაღებს შორის. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს.

დაწვრილებით...
რაფტინგი

მათთვის, ვისაც ექსტრემალური სპორტი უყვარს, რაფტინდი იქნება საუკეთსო საშუალება გაატაროთ ერთი დღე იმერეთში. დამწყებებს შეუძლიათ 5 კმ - იანი რფტინგი მოსინჯონ ქალაქში, მდინარე რიონზე, ხოლო უფრო გამოცდილთათვის და თავგადასავლების მაძიებელთათვის, არის 35 კმ-იანი რაფტინგი, რომელიც იწყება რაჭაში და მონაწილეებს დაუვიწყარი თავგადასავლის გარანტიას აძლევს.

დაწვრილებით...
მდინარეში ცურვა

ზაფხულში, ქუთაისში სიცხეს რომ გაექცეთ, გთავაზობთ იგივეს, რასაც ადგილობრივები აკეთებენ და დატკბეთ მდინარეებისა და ჩანჩქერების სილამაზით, რომლებიც გარს აკრავს ქუთაისს. ეს პოპულარული სპორტი მოიცავს სამ მდინარეს, წყალწითელას, ჭიშურასა და ცხენისწყალს. თვითოეულ მათგანთან მისვლა ტაქსით 10 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ. დაისვენეთ მწვანე მდელოზე, დატკბით ჩანჩქერის ხმით, შემდეგ ისიამოვნეთ გამაცოცხლებელი ცურვით ჩვენს ერთერთ რომელიმე ულამაზეს მდინარეში, ქართული არდადეგების დროს.

დაწვრილებით...
უყურეთ რაგბის

ღირს, რომ ნახოთ ქუთაისის რაგბის სტადიონი. ეს თანამედროვე სპორტული კომპლექი მოიცავს 8 ჰექტარს და აქვს ოთხი რაგბის მინდორი. აქ ძალიან ხშირად თამაშობს ქუთაისის რაგბის კლუბის „აია“ -ს გუნდი, ერთერთი ყველაზე საუკეთესო რაგბის გუნდი საქართველოში, ამიტომაც მათი თამაშის ყურება შუადღის გატარების საუკეთესო საშუალებაა. შესვლა უფასოა.

დაწვრილებით...

<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>
გვერდი 2, სულ 2

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.