info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ძევრის გამოქვაბულები

ეს გამოქვაბულების ქალაქია მდინარე ძევრულას ხეობაში. 35 000 ათასი წლის წინ, ამ ბუნებრივ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები. გამოქვაბულებამდე მიდის ტყის ვიწრო ბილიკი. მას იყენებდნენ თავშესაფრად და საკულტო ადგილებად. შემდეგ შეგიძლიათ გაისეირნოთ მდინარის პირას და მოაწყოთ პიკნიკი მდინარის პირას ან ტყის შუაგულში, ერთერთ ფარდულში.

დაწვრილებით...
ნავენახევი

თერჯოლის რაიონში, ქუთაისიდან 25 კმ დაშორებით, მდებარეობს სოფელი ნავენახევი. სოფლის ტერიტორიაზე არის კარსტული მღვიმე ცარცულ კირქვებში გამომუშავებული. ორსართულიანია. მეორე სართულზე ვრცელი დარბაზია, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. წინა ნაწილში დღეს შეინიშნება დროებითი ღვარების ძლიერნი გავლენა. ჯამური სიგრძე 200 მ-ს აღწევს. მღვიმე კეთილ მოწყობილია.

დაწვრილებით...
ქადაგიძის რაფი

ეს 4 მერტის სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. ზაფხულში, როცა წყლის დონე მნიშვნელოვნად იწევს დაბლა, შეგიძლიათ დაინახოთ 25 მეტრის სიგრძის გაოქვაბულის შესასვლელი. ჩანჩქერის გვერდით შემონახულია ასევე დინოზავრის ნაკვალევი. ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მცხოვრებლებში.

დაწვრილებით...
ბილიკი მთებში

ბილიკი კარგია ფეხით ლაშქრობის ან ცხენოსნობისათვის. ბილიკი მიდის მთის უღელტეხილზე, რომელიც მდებარეობს თერჯოლა-ტყიბულის საზღვარზე. აქ იშლება კლდოვანი მთების თვალწარმტაცი ხედები, რომლის სახელია „წინწკილა“. ლეგენდის მიხედვით მთის წვერზე მდებარე გამოქვაბულებში, მტრების შემოსევების დროს, იხიზნებოდნენ ქალები და ბავშვები. გამოქვაბულებში, არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ნეანდერტალური ხანის ჩონჩხები. მთის წვეროდან იშლება ულამაზესი ხედები ხვამლის მთაზე, რაჭისა და სვანეთის მთების რიგზე, კავკასიონის მთათა სისტემაზე, კოლხეთის დაბლობზე და ტყიბულის ტბაზე, თავისი პატარა კუნძულებით.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

თერჯოლის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.