info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
მაგარას გამოქვაბული

ეს გამოქვაბულთა მთელი სისტემაა, რომელიც მდებარებს სოფელ ცუცხვათში, მდინარე ჭიშურას ნაპირას. იგი შედგება 13 დონისაგან და სოფლიდან ნახევარი საათის სავალზეა ფეხით.

დაწვრილებით...
ტყიბულის ტბა

ეს ხელოვნური ტბაა, რომელიც აშენდა როგორც წყლის რეზერვუარი ძევრულას ჰიდრო ელექტრო სადგურისათვის. იგი მალევე გახდა პოპულარული ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სადაც ისინი საცურაოდ და სათევზაოდ დადიან. ცურვისას შეგიძლიათ დატკბეთ გარშემორტყმული მთების ულამაზესი ხედებით.

დაწვრილებით...
ლაშქრობა ცხრაჯვარზე (მწვერვალი)

ცხრაჯავარი, უმაღლესი მთაა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. 4 კმ სიგრძის ბილიკი მიდის პატარა სამლოცველოსაკენ, რომელიც მთის წვერზე მდებარეობს. ქ.ტყიბულზე პანორამული ხედი და ხედები ორ ირგვლივმდებარე ტბაზე: ტყიბულისა და შაორის ტბებზე, რომელიც აქედან იშლება, დაუვიწყარია.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ტყიბულის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.