info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
პრომეთეს მღვიმე

მღვიმე მდებარეობს ქუთაისიდან 18 კილომეტრის დაშორებით, სოფლებთან ქვილიშორი და ყუმისთავითან ახლოს. იგი აღმოჩენილი იქნა 1983 წლის ივლისში ვახუშტი ბაგრატიონის სახელმწიფო გეოგრაფიული ინსტიტუტის სპალეოლოგიური ექპედიციის წევრების მიერ. ეს საქართველოს ერთერთი ბუნებრივი საკვირველებათაგანია. ვიზიტორები გაივლიან 1060 მ სიგრძის საფეხმავლო ბილიკს. მღვიმეში სულ 16 დარბაზია, რომლებიც ხელოვნურადაა განათებული. ფერადი ნათურები ანათებს უამრავ სუნთქვის შემკვრელი სილამაზის სტალაქტიდს, სტალაგმიტს, ფარდას, გაქვავებული ჩანჩქერებს, მღვიმური მარგალიტებს, მიწისქვეშა მდინარეებს და ტბებს. პრომეთეს მღვიმე დაკეტილია ორშაბათობით.

დაწვრილებით...
სათაფლიის მღვიმე

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-დალავლეთით, 6 კილომერტის დაშორებით. იგი მდებარეობს სამგურალის გორაზე, ზღვის დონიდან 360 მ სიმაღლეზე. სათაფლია ნიშნავს „თაფლის ადგილს“. სახელწოდება წარმოიშვა სათაფლიის მთისაგან, რომელმაც სახელი მიიღო მთაში მცხოვრები ფუტკრებისაგან თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისაგან. ნაკრძალი შეიქმნა 1935 წელს, გეოლოგიური, პალეონთოლოგიური, სპალეოლოგიური და ბოტანიკური მონუმენტების დასაცავად. ვიზიტორებს შეუძლიათ ფეხით დაათვალიერონ სათაფლიის მღვიმე, რომელის სიგრძით 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრია, ხოლო სიგანე 12 მეტრი.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

წყალტუბოს რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.