(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9275
EUR3.2445
ქუთაისი
სათაფლიის მღვიმე

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-დალავლეთით, 6 კილომერტის დაშორებით. იგი მდებარეობს სამგურალის გორაზე, ზღვის დონიდან 360 მ სიმაღლეზე. სათაფლია ნიშნავს „თაფლის ადგილს“. სახელწოდება წარმოიშვა სათაფლიის მთისაგან, რომელმაც სახელი მიიღო მთაში მცხოვრები ფუტკრებისაგან თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისაგან. ნაკრძალი შეიქმნა 1935 წელს, გეოლოგიური, პალეონთოლოგიური, სპალეოლოგიური და ბოტანიკური მონუმენტების დასაცავად. ვიზიტორებს შეუძლიათ ფეხით დაათვალიერონ სათაფლიის მღვიმე, რომელის სიგრძით 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრია, ხოლო სიგანე 12 მეტრი.

იგი აღმოჩენილი იქნა 1925 წელს, ქუთაისელი მკვლევარისა და პედაგოგის - პეტრე ჭაბუკიანის მიერ. ღვიმის შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრის დშორებით არის გუმბათის ფორმის დარბაზი, ხოლო 150 მეტრის დაშორებით - ე.წ „დამდნარი სასაფალო“. მღვიმე მორთულია ფერადი ნათურებით, რომლებიც ანათებენ გასაოცარი სილამაზის სტალაქტიდებსა და სტალაქმიტებს. სათაფლიის ნაკრძალის ტერიტორიაზე არის ასევე დინოზავრის ნაკვალები. მინის პლათფორმიდან შეგიძლიათ დატკბეთ ბენებრივი ნაკრძალის მომაჯადოებელი ხედებით. ნაკრძალი დაკეტილია სამშაბათობით.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

წყალტუბოს რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.