ჩუბინიძეების ოჯახი |
ჩუბინიძეების ოჯახი – ულამაზესი ხელით დამზადებული თიხის ქოთნები და მოწნული კალათები, რომლებიც ყველგან იყიდება, როცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მგზავრობთ, თითქოს მუნიციპალიტეტის სავაჭრო მარკაა. ჩუბინიძეების ოჯახი სარჩოს კალათებისა და შინ დამზადებული ყველის გაყიდვით შოულობს. ისინი სოფელ ტაბაკინში ცხოვრობენ, რომელიც ულამაზესი ტაბაკინის მინასტერისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მონასტერი აიგო მე-17 საუკუნეში. ის ასევე ახლოსაა მეორე უმშვენიერეს მონასტერთან სოფელ უბისაში. თუ ნამდვილად გსურთ გაშორდეთ ყოველდღიური ცხოვრების ხმაურსა და აურზაურს, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მათ. თუმცა ოჯახს ბევრი არაფერი გააჩნია, მათ დიდი გული აქვთ და ყოველთვის უხარიათ სახლში სტუმრის მიღება და გამასპინძლება. მათ რამოდენიმე ძროხა ჰყავთ და მათი რძისაგან უგემრიელეს იმერულ ყველს ამზადებენ. მათთან დარჩენისას საშუალება გექნებათ არა მარტო გასინჯოთ ეს დელიკატესი, არამედ გასწავლიან კიდეც როგორ ამოიყვანოთ ყველი. თუ სურვილი გექნებათ, ოჯახის დიასახლისი გასწავლით მოწნული კალათების დამზადებას. სოფლის შემოგარენი საუკეთესოა მშვიდ, სოფლის გარემოში დასასვენებლად. მისამართი: ჩუბინიძეების ოჯახი, სოფ. ტაბაკინი, 2008, ზესტაფონი. თუ გეგმავთ ესტუმროთ ჩუბინიძეების ოჯახს, წინასწარ დაგვიკავშირდით: – ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. or (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153 |