info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ლომინეიშვილების ოჯახი

ლომინეიშვილების ოჯახი – ეჭვ გარეშეა, თქვენი ქართული არდადეგები ან უნდა დაიწყოთ, ან დაამთავროთ სოფელ შუამთაში ლომინეიშვილების ოჯახის სტუმრობით. ისინი ცხოვრობენ 30 წუთის სავალზე კოპიტნარის აეროპორტიდან, ქალაქ ვანთან და არქეოლოგიურ მუზეუმთან ახლოს. ეს არაჩვეულებრივი, მხიარული და მუსიკალური ოჯახი ელოდება თქვენს სტუმრობას. თქვენ მათთან ფანტასტიკურ დროს გაატარებთ, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მოგზაურობთ, როგორც ოჯახი, მეგობრების ჯგუფი, თუ როგორც წყვილი. ლომინეიშვილები ძალიან ნიჭიერები არიან. ნინი ფანდურზე უკრავს, მისი ძმა ანზორი უკრავს ტამტამზე, იცის ტრადიციული ქართული ცეკვები და ორივეს, ულამაზესი ხმა აქვს. მათი ბებია შინაურ კონიაკს ამზადებს, დედა კი უგემრიელეს იმერულ კერძებს. შუამთაში გამოცდით ნამდვილ, ტიპიურ იმერულ სტუმართმოყვარეობას. დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაისვენოთ მათ ბაღში, ფეხით დაათვალიეროთ ულამაზესი სოფელი, ცხენზე იჯირითოდ, ან ესტუმროთ ცნობილი ქართველი პოეტის, გალაქტიონ ტაბიძის სახლ მუზეუმს. საღამოს შეუერთდეთ ოჯახს სუფრაზე და შეისრუტოთ საოცარი ატმოსფერო, რომელიც თქვენს ირგვლივ სუფევს.

მისამართი: სოფ. შუამთა, 1918, ვანი, საქართველო

თუ გეგმავთ ესტუმროთ ლომინეიშვილების ოჯახს, წინასწარ დაგვიკავშირდით: – ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. or (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.