info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
გაიოზ სოფრომაძე

გაიოზ სოფრომაძე – გაიოზ სოფრომაძე - ნამდვილი, ტრადიციებით აღსავსე ქართველი კაცია, დიდი იმერული გულით, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყნის კულტურა და ცხოვრების წესი. ეს აისახება მის მიერ ღვინის დამზადების ყაიდაზეც - ვნებით, ჟინით, გატაცებით და ტრადიციულად, ქართულად. მის სახლში და მარანში სტუმრობა დაუვიწყარი იქნება. მისი ღვინო მთელს ქვეყანაზეა ცნობილი და მსოფლიოს ყველა წიგნი, რომელიც კი ქართულ ღვინოს აღწერს, აღნიშნავს ბატონი გაიოზ სოფრომაძის ღვინოს. მას მრავალ ევროპისა თუ საერთაშო ღვინის ფესტივალებზე აქვს მოპოვებული გამარჯვება და ღვინის ექსპორტს აწარმოებს იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში. ბატონი გაიოზ სოფრომაძის თეთრი ღვინო - ცოლიკაური სრულიად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ამ სასმელისადმი. მას მდიდარი და ღრმა ბუკეტი აქვს. ყურძენი, რომლისგანაც ღვინოა დამზადებული, მოყვანილია ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გარეშე. ღვინო დუღდება თიხის ჭურჭელში, ქვევრში, სადაც ბუნებრივ ფილტრაციას გადის. სწორედ ეს ხდის მის ბუკეტს ასეთ ინტენსიურს და ბოთლის გახსნის შემდეგ მისი არომატი მთელს ოთახში იფრქვევა. როდესაც ღვინო მზადაა, ბატონი გაიოზი თავს უყრის სტუმრებს პატარა მაგიდის გარშემო, სწორედ იმ მარანში, სადაც ღვინო დამზადდა, მისი უნიკალური ცოლიკაურისა და ოცხანური საფერეს დასაგემოვნებლად. გარადა ამისა, მასთან სტუმრობისას შეგიძლიათ გასინჯოთ ქართული სამზარეულოს ზოგიერთი მარგალიტი, სახლშო დამზადებული კერძები: ხაჭაპური, მწვადი და სალათი, მომზადებული მისი 80 წლის დედის მიერ. თუკი გსურთ ნამდვილი ქართული თავგადასავალი შეიგრძნოთ, კარგი ღვინო და ქართული კერძები სრულიად საკმარისია ამისათვის. ბატონ გაიოზ სოფრომაძის მარანში სტუმრობა 20 ლარზე მეტი არ მოგვიანებით, ღვინისა და საკვების გასინჯვის შემდეგ, შეგიძლიათ იცურაოთ მდინარეში, რომელიც იქვე ახლოს ჩამოდის, დატკბეთ სოფლის ხედებით და თუ სურვილი გექნებათ დარჩეთ კიდეც მასთან ღამის გასათევად. მის სახლს შეუძლია უმასპინძლოს 5 ადამიანს და ეს ყველაფერი 20 ლარზე მეტი არ დაგიჯდებათ ღამეში, ანუ იმდენი, რამდენსაც ჩვეულებრივ იხდით ღამეში ჰოსტელში.

მისამართი: გაიოზ სოფრომაძე - რუსთაველის ქ. მე-3 შესახვევი # 8, ბაღდათი, 1000, ბაღდათი, საქართველო.

თუკი გეგმავთ ესტუმროთ ბატონ გაიოზ სოფრომაძეს, წინასწარ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. or (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153.

 

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.