info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ჟორა და თემური ბარბუხაძეები

ჟორა და თემური ბარბუხაძეები – ოჯახი ეწევა მევენახეობას, ყიდიან ვაზის ნერგებს და ამზადებენ ღვინოს მრავალი თაობის მანძილზე. ისინი აწარმოებენ ვაზის ტიპიურ ჯიშებს, თუმცა გამოყავთ ასევე ყურძნის ახალი ჯიშებიც. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ვენახი და ყველას ვისაც, კი სურვილი აქვს, შუძლია შეუერთდეს მოსავლის აღების დროს. მათი ღვინო, რომელიც დუღდება როგორც ქვევრებში (თიხის ჭურჭელი), ასევე ღვინის ბოცებში, მთელს ქვეყანაში იყიდება. ბარბუხაძეები გასაოცარი ხალხია, ტრადიციებით აღსავსე, უყვართ სტუმრები და ყოველთვის მასპინძლობენ მათ ტიპიური იმერული სტუმართმოყვარეობით. ეს ის ადგილია, სადაც ღვინო არასოდეს ილევა, და ყანწებიც კი 1 ლიტზე ნაკლები არა აქვთ. ოჯახი თვალწარმტაც სოფელში ცხოვრობს, დიდ კომფორტულ სახლში, სადაც ერთდროულას შეუძლიათ უმასპინძლონ 8 ადამიანს. აქვთ უზარმაზარი ბაღი, რომელიც საუკეთესოა ბავშვებისათვის, ან წყნარი შუადღის გასატარებლად ბალახზე. მათთან დარჩენისას, შესამჩნევთ, რომ ყველაფერი რასაც ისინი აკეთებენ, აკეთებენ გატაცებითა და ღვინისა და ადამიანების სიყვარულით.

ფასები: ღვინის გასინჯვა - 20 ლარი, ღამის გათევა - 20 ლარი, საკვები - 20 ლარი.

მისამართი: სოფ. რუფოთი, თერჯოლა.

თუ გეგმავთ ესტუმროთ ჟორა და თემურ ბარბუხაძეებს, წინასწარ დაგვიკავშირდით: – ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. or (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.