info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ქ-ნი დარჯენ ბურძელაძე

ქ-ნი დარჯენ ბურძელაძე – ცხოვრობს სოფელ კინჩხაში, ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ჩანჩქერის შუაგზაზე. მას პატარა საოჯახო სასტუმრო აქვს „აღმოაჩინე კინჩხა“, რომელიც საუკეთესო ადგილია, თუ სურვილი გაქვთ დაათვალიეროთ ეს მხარე. ჩასვლისთანავე ქ-ნი დარეჯანი თბილად მიგიღებთ. ის ყოველთვის ცდილობს, რომ სტუმრებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. უგემრიელეს იმერულ საკვებს მოგიმზადებთ, მათ შორის ვეგეტარიანულსაც. საოჯახო სასტუმრო იდეალურია ყველასთვის, ვისაც კი ბუნებასთან ახლოს ყოფნა უყვარს. ამ მხარეში უამრავი ბილიკია სანახაობებისათვის, სახლთან ახლოს არის მეკერას ჩანჩქერი, ხოლო რამოდენიმე კილომეტრში საწისქვილოს ხეობაა, სადაც 88 მეტრის სიმაღლის კინჩხას ჩანჩქერია. ამაღელვებელი განცდებით სავსე დღის შემდეგ, შეგიძლიათ დაისვენოთ სახლის საუნაში, მოგვიანებით კი დაჯდეთ ტერასაზე და დატკბეთ სოფლის წყნარ და მშვიდ ატმოსფეროთი.

მისამართი: „აღმოაჩინე კინჩხა“ - სოფ. კინჩხა, 5610 ქვედა კინჩხა, ხონი, საქართველო.

თუ გეგმავთ ესტუმროთ დაეჯან ბურძელაძეს, წინასწარ დაგვიკავშირდით: – ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. or (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.