სოფლის ტურიზმი |
ძალიან ხშირად ქართველები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანები, რომლებიც მათ ქვეყანაში ჩამოდიან, „ტურისტები“ კი არა, მათი „სტუმრები“ არიან. და ყველას ვინც კი მათ სახლებში ხვდება, სწორედ სტუმრებივით ეპყრობიან. ქართველები ცნობილი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ხოლო იმერლების დიდსულოვნებას და ხელგაშლილობას თვოთონ ქართველებშიც კი საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს. ქვემოთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილო ოჯახებში სტუმრობისას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ქართულ ოჯახში სტუმრობის გემო და სტუმართმოყვარეობა. მასპინძლები აქ თბილად, მეგობრულად მიგიღებენ, გაშლილი ხელებით. სოფლად დრო ბევრად უფრო ნელა გადის, ამიტომ შესაძლებლობა გექნებათ ყოველდიური აურზაურისა და ფაციფუცისაგან შორს იგრძნოთ თავი, ასევე გასინჯოთ ტრადიციული ქართული რეცეპტების მიხედვით მომზადებული ნატურალური, ახალი კერძები. ამასთან ერთად, თუ სურვილი გექნებათ, თქვენი მასპინძელი წაგიყვანთ შემოგარენის დასათვალიერებლად და ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლების სანახავად. შეგიძლიათ ერტუმროთ ახლომდებარე ეკლესიებსა და მონასტებს, წახვიდეთ ლაშქრობაზე, ცხენით გაისეირნოთ ჩანჩქერებისა და მდინარეებისაკენ, ან დალაშქროთ ახლომდებარე მთები. ასეთ ადგილას სტუმრობისას, შესაძლებლობა გეძლევათ შეიცნოთ ნამდვილი საქართველო. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საჭიროა ჯავშანი წინასწარ გააკეთოთ, რადგან ყველა ოჯახს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, ჩვეულებრივი სახლები აქვთ. მათ არა აქვთ მუდმივმოქმედი საოჯახო სასტუმროები და ამიტომაც წინასწარ უნდა იყვნენ გაფრთხილებული სტუმრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ მათთან სტუმრიობა გინდათ წინასწარ დაგვიკავშირდით:
|