იმერული ღვინის ტური (1 დღიანი ტური) |
ვარიანტი I
ტრანსპორტირება: თვითოეული მონაწილის მიერ ინდივიდუალურად ორგანიზებული ან თერჯოლამდე მგზავრობა ადგილობრივი სამარშუტო ტაქსით და ჩასვლისას ადგილობრივი მძღოლის დაქირავება.
- ძევრი - კლდის ქალაქი
- წმინდა გიორგის მონასტერი და სამლოცველო
- ღვინის მარანი - ბარბუხაძეების ოჯახი, ღამის გათევა, ან ქუთაისში დაბრუნება
|
დაწვრილებით...
|
ვარიანტი I: ოფროუდ ტური, ბორია მონადირესთან შეხვედრა
სოფელი ჩხარი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) - სოფლამდე მისვლა შეიძლება 8 კმ-იანი მთის ბილიკით. სოფლისაკენ მიმავალ გზაზე შეგიძლიათ დატკბეთ წინწკილას კლდოვანი მთების არაჩვეულებრივი ხედებით. ლეგენდის მიხედვით მტრების შემოსევების დროს, ქალებსა და ბავშვებს ხიზნავდნენ მთის წვრზე არსებულ გამოქვაბულებში. ერთერთ ასეთ გამოქვაბულამდე მიმავალი ბილიკი ძალიან ვიწრო და საშიშია, მასზე გავლა შეიძლება გაბედოთ მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით. ამ გამოქვაბულებში, არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ნეანდერტალელთა ძვლები. გამოქვაბულებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი: ხვამლის მთაზე, რაჭისა და სვანეთის მთებზე, კავკასიონის მთათა სისტემაზე და კოლხეთის დაბლობზე. აქედან ჩანს ასევე ტყიბულის ტბა, თავისი მცირე ზომის კუნძულებით. ბორია აბჟანდაძე შემოგთავაზებთ მშვიდ გარემოში დასვენებას ტყისპირა მდელოზე, და თუკი ნამდვილად არ გსურთ მაშინვე დაუბრუნდეთ ცივილიზებულ სამყაროს, ის ასევე საუკეთესო გიდია იგრვლივ მთებში სახეტიალოდ. მასთან შეგიძლიათ ღამე გაათიოთ, ან საღამოს დაბრუნდეთ უკან ქუთაისში.
|
დაწვრილებით...
|
ვარიანტი I - ქუთაისის დათვალიერება ადგილობრივი სამარშუტო ტაქსით
გსურთ აღმოაჩინოთ ქუთაისის ნამდილი გენიალური ადგილები? ნახოთ მისი კარგად ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მიმზიდველი ადგილები? უბრალოდ ხელი დაუქნიეთ ერთერთ ადგილობრივ სამარშუტო ტაქსს, შეხტით მასში და მოეწყვეთ ქალაქის დასათვალიერებლად! ყველგან უამრავი სამარშუტო ტაქსი და ავტობუსია, და მათი გაჩერება ნებისმიერ ადგილას შეიძლება (არა მარტო ავტობუსის გაჩერებაზე). ჩვენ შევარჩიეთ და მოვნიშნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელი მათგანი. ნომერი 4, მიდის აბაშიძის გამზირზე, სადაც ძირითადი სამთავრობო შენობებია, მათ შორის საქართველოს პარლამენტი. ნომერი 1 და 100 წრეს უვლიან ქალაქს; ისინი გაივლიან ქალაქის მთავარ ქუჩებს, გაივლიან ავტო და რკინიგზის სადგურებს, ასევე ქალაქის მთავარ ბაზარს და მრავალ სხვა ადგილს. მდინარე რიონის გადაკვეთისას ერთ მხარეს დაინახავთ ბაგრატის ტაძარს და ხვამლის მთას, ხოლო მეორე მზარეს მცირე კავკასიონის ქედს.
|
დაწვრილებით...
|
ქვემოთ მოცემულია შემოთავაზებული აქტივობები იმერეთში 7 დღიანი სტუმრობისათვის. რა თქმა უნდა, თუკი არა გაქვთ მთელი კვირა, ჩვენს რეგიონში სტუმრობისათვის, შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის საინტერესო ადგილები და დაგეგმოთ ერთი, ორი ან რამოდენიმე დღიანი მოგზაურობა.
დღე 1
ქუთაისი - საირმე - ზეკარის უღელტეხილი (პიკნიკი უღელტეხილზე) -ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლმუზეუმი - იარაღის მუზეუმი და შუქრი ნაკაშიძის ღვინის მარანი - გაიოზ სოფრომაძის ღვინის მარანი (ღამის გათევა).
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|