info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
სუვენირები საქართველოდან

ფიქრობთ რა წაიღოთ საქართველოდან? ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე შემოთავაზება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შემოთავაზება სხვა, ლამაზი სუვენირების თაობაზე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. .


ყანწი ჩურჩხელა ქართული ღვინო
ტრადიციული, ქართული, დასალევად გამოყენებული რქა, რომელიც ერთერთი ყველაზე პოპულარული ჭურჭელია ტრადიციულ, ქართულ სუფრაზე. ყველამ, ვინც საქართველოში მოგზაურობს, უნდა გასინჯოს უგემრიელესი ქართული ღვინო და ჭაჭის არაყი. როცა უკან, სახლში დაბრუნდებით, ყანწი ყოველთვის გაგახსენებთ საქართველოში გატარებულ ამ საუკეთესო მომენტებს. ტრადიციული, ქართული სოსისის ფორმის ტკბილეულია. სხვადასხვა სახის თხილი ან ნიგოზი აცმულია ძაფზე, ამოვლებულია ყურძნის ან სხვადასხვა ხილის წვენის ფაფაში და გამშრალია. ეს ისაა, რასაც ცენი რეკლამა არ სჭირდება, ვინც კი ყოფილა საქართველოში, ან ფიქრობს ესტუმროს მას, იცის, რომ არსებობს მიზეზი, თუ რატომაა ქართული ღვინო ასე პოპულარული. საქართველო მსოფლიოში უძველესი ღვინის რეგიონია, აქ 500-ზე მეტი სახეობის ყურძენი ხარობს. ასე რომ, ყველა იპოვის, იმას, რაც მის გემოვნებას აკმაყოფილებს.

ქართული ბრენდი (კონიაკი) ქართული ჭაჭა ფანდური
ეს ტრადიციული ქართული ალკოჰოლის ძალიან კარგი „სასაჩუქრე ბოთლია“. იგი დამზადებულია თეთრი ყურძნისაგან, შეგიძლიათ შეიძინოთ მარკეტებში, ღვინის მაღაზიებში ან პატარა ადგილობრივ მაღაზიებში. ამ უკანასკნელში, ხშირად შეიძლება ნახოთ შინ დამზადებული, განსაკუთრებული კონიაკი. ქართული კონიაკი ცნობილია თავისი გამორჩეული ხილის გემოთი და სიტკბოთი. ეს არის „ღვინის არაყი“ და ქართული სუფრებისა და დღესასწაულების მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი მზადდება ყურძნის ფერმენტირებული ჭაჭის ორმაგი გამოხდით (დისტილირებით). მას უმეტესად სახლში ამზადებენ, მცირე არყის სახდელ ქვაბში და შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი სურსათის მაღაზიებში. ტრადიციული ქართული, სამ სიმიანი ინსტრუმენტია, ფართოდ გავრცელებულია მთელს საქართველოში. მზადდება ხისაგან, გავს „პატაა გიტარას“.

ფაფახი კერამიკა გიშრისაგან დამზადებული სამკაულები
ტრადიციული და ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული კავკასიური ბეწვის მაღალი ქუდია, ძირითადად დამზადებულია კარაკულის ცხვრის ტყავისაგან, კაცებისა და ბიჭებისათვის. ტრადიციული, ქართული გამოყენებიოთი ხელოვნების ნამუშევრები ძირითადად წარმოდგენილია კერამიკის ჭურჭელით. ხელოვნების ნიმუშები ან კერამიკის ქოთნები კარგი სუვენირებია საქართველოს მისაგონებლად. გიშერი, ანუ შავი ქარვა, ძალიან პოპულარული ქვაა საქართველოში. ბაზარში იპოვით მისგან დამზადებულ სამკაულებს, როგორიცაა გრძელი ყელსაბამები, სამაჯურევი, საყურეები, ბეჭდები. ასევე ტრადიციულ ქართულ ორნამენტებსა და დეკორაციებს.
ქართული სანელებლები
ვისაც კი გაუსინჯია ადგილობრივი კერძები, იცის, რომ ისინი სავსეა გასაოცარი გემოთი, სურნელითა და არომატით. ბაზრებში იპოვით ქართული სანელებლებისა და მწვანილის ფარტო ასორტიმენტს. ზოგიერთი მათგანი, რომელიც გამოყენებულია ქრთულ სამზარეულოში, შეიცავს პიტნას, მიხაკს, ჯავზს, დარიჩინს, ხმელი მწარე წიწაკას, ქინძის გამხმარ თესლს, ხმელ კენკრას, გამხმარი გულყვითელას ყვავილების ფურცლებს, კვლიავი თესლს, ხმელ "აჯიკას". ბაზარში, თუ სთხოვთ ქალებს, რომლებიც სანელებლებს ყიდიან, მოგიმზადოთ სანელებლების სპეციალური ნარევი „ხარჩოსა“ ან „ჩაშუშულისათვის“, ისინი მას სიამოვნებით დაგიმზადებენ.
 
ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.