info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
კატალოგი და დირექტივები

 

ფული
ქრთული ფულის ერთეულია ლარი (GEL). 1 ლარი იყოფა 100 თეთრად. 1 ლარი დაახლოებით ტოლია:

  • 1 ლარი ~ 0,45 EUR
  • 1 ლარი ~ 0,57 USD
  • 1 ლარი ~ 1,80 PLN

სად გადავახურდავოთ ფული? ლარის ყიდვა შესაძლებელია პოლონეთში ფულის გადასახურდავებელ ოფისებში, განსაკითრებით ვარშავისა და კატოვიცეს აეროპორტებში, თუმცა გირჩევთ ყურადღებით შეამოწმოთ გადახურდავების კურსი. დოლარი და ევრო ყველაზე მისაღები ვალუტაა საქართველოში. ფულის გადახურდავება შესაძლებელია გადასახურდავებელ პუნქტებში და ბანკებში. თუმცა გადასახურდავებელი პუნქტები გთავაზობენ გადახურდავების უფრო უკეთეს კურსს. მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ კუპიურები, რომელთა გადაცვლა გინდათ, 2006 წლამდე არ იყოს გამოშვებული. უფრო ძველი კუპიურები უფრო დაბალი კურსით იცვლება.


ქუთაისის დავით აღმაშენებელის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის ცენტირამდე მისვლა
აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად ორი გზა არსებობს:

  • ტაქსი - აეროპორტის გარეთ უამრავი ტაქსი დგას, ამიტომაც ტაქსის აყვანის პრობლემა არ გექნებათ. ქუთაისის ცენტრამდე ფასი ჩვეულებრივ 20 ლარია, თუმცა შეგიძლიათ ფასზე მოლაპარაკება სცადოთ.
  • ჯორჯიან ბასი - „ჯორჯიან ბასი“ არის საგარეუბნო ავტობუსების მომსახურეობა, რომელთაც მგზავრები გადაჰყავთ საქართველოს 5 ძირითად ქალაქში: ქუთაისი, თბილისი, ბათუმი, მესტია და ყაზბეგი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კურორტებში, როგორიცაა: შავი ზღვის კურორტები, ზამთრის სათხილამურო კურორტები და სხვ. ბილეთების დაჯავშნა წინასწარაა შესაძლებელი მათ ვებგვერდზე: www.georgianbus.com , ბილეთები ასევე იყიდება აღნიშნული ქალაქების სადგურებში. მათი თანამშრომლები საუბრობენ ქართულად, ინგლისურად, პოლონურად და რუსულად.

აეროპორტიდან ქუთაისამდე ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე 5 ლარია.


ამინდი
ზაფხული ქუთაისში ძალიან თბილია. ყველაზე ცხელ დღეს ტემპერატურამ შესაძლებელია 42 C გრადუსსაც კი მიაღწიოს. ზამთარი ცივია, თუმცა 50 C გრადუსს ქვემოთ იშვიათად ჩამოდის. არ დაგავიწყდეთ თან საწვიმარი ლაბადის წაღება, რადგანაც ცხელ ზაფხულის დღეებშიც კი, განსაკუთრებით მთებში, შეიძლება ძლიერი წვიმა წამოვიდეს.
 
ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.